შეხვედრა ალპინისტ კრისტიან ტრომსდორფთან ილიაუნიში
ღონისძიებები
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა ფრანგ ალპინისტთან, კრისტიან ტრომსდორფთან, საერთაშორისო ალპინიზმისა და მთის გიდების პროფესიული სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელთან.
იგი ხელმძღვანელობს Groupe de Haute Montagne-ს (GHM), 1919 წელს დაარსებულ ფრანგულ ალპინისტურ გაერთიანებას, რომლის მიზანია რთული მაღალმთიანი ასვლების განვითარება და ალპინიზმის ეთიკური პრინციპების დაცვა.
კრისტიანი GHM „ოქროს წერაყინის“ (Piolets d'Or) ერთ-ერთი ორგანიზატორია. ეს ალპინიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც წლის განმავლობაში განხორციელებულ გამორჩეულ ალპინისტურ ასვლებს აღნიშნავენ. 2022 წელს საერთაშორისო „ოქროს წერაყინი“ პირველად გადაეცათ ქართველ ალპინისტებს: არჩილ ბადრიაშვილს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს 2021 წელს სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე პირველასვლისთვის.
2016-2019 წლებში კრისტიან ტრომსდორფი იყო მთის გიდების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) პრეზიდენტი. ფედერაცია სხვადასხვა ქვეყნის მთის გიდების ეროვნულ ასოციაციებს აერთიანებს. 2021 წლიდან მისი სრულუფლებიანი წევრია საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციაც (GMGA).
ტრომსდორფი არაერთი საერთაშორისო ექსპედიციისა და რთული ალპინისტური ასვლის მონაწილეა, მათ შორისაა პირველასვლა 2007 წელს კარაკორუმის მთიანეთში, პუმარი ჩიშის სამხრეთ მწვერვალზე (7 350 მ), იანიკ გრაზიანისთან ერთად.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026