წიგნის „ღია სივრცეები მსხვილ საცხოვრებელ უბნებში: მწვანე სამეზობლო თბილისში“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
21 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „ღია სივრცეები მსხვილ საცხოვრებელ უბნებში: მწვანე სამეზობლო თბილისში“ პრეზენტაცია (რედაქტორები: ბარბარა ენგელი და ნიკოლას როგე – კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტი).
გამოცემის ავტორები თბილისის ერთ-ერთი სამეზობლოს, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის, მაგალითზე იკვლევენ ღია სივრცეების ტრანსფორმაციას, არეალის ისტორიულ განვითარებას, გამოწვევებსა და მდგრადი ურბანული განვითარების შესაძლებლობებს.
სივრცით ანალიზზე, ღია სივრცეების ტიპოლოგიებსა და „მწვანე სამეზობლო – ცოცხალი ლაბორატორიის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით წიგნი წარმოაჩენს მწვანე, საჯარო და სამეზობლო სივრცეების მნიშვნელობას მსხვილი საცხოვრებელი უბნების განვითარებაში.
ნაშრომი შეიქმნა „მწვანე სამეზობლო – ცოცხალი ლაბორატორია“ კვლევითი პროექტის ფარგლებში. პროექტს ერთობლივად ახორციელებს კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის საერთაშორისო ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის კათედრა, ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026