ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ნოემბერი – ილიას თვე: საერთო საქმე ქართული სახელმწიფოებრიობის იდეისთვის

ღონისძიებები

„თავმოყვარეობა ერისა და ბერისა ის იქნება, რომ საზოგადო საქმეში ყველას თავისი წვლილი მიუძღოდეს“ („ივერია“, 1891). 

თითოეულის წვლილს ილიასდროინდელი ქართული პრესა პატარა ისტორიებად აღწერს: 

ქარელში საცეკვაო საღამოს მართავენ სამკითხველოს სასარგებლოდ;

მონპელიეში ახლად დაარსებულ ქართულ წიგნთსაცავს ქართულ წიგნებს სწირავენ;

ბათუმის სკოლას ჩუქნიან ზარს, ღირებულს ერთ თუმნად;

ოზურგეთში დიდი სახალხო სეირნობა ეწყობა სკოლის შესაწევნად;

წყნეთის სასწავლებელს 10 000 აგურით ეხმარებიან;

სკოლის პანსიონს ერთი დიდ ურემ კომბოსტოს სწირავს, მეორე – ერთ წყვილ ფშაურ წინდას.

ეს ინიციატივები საერთო იდეად ყალიბდება, ხოლო ცალკეული ნაბიჯი – საერთო საქმედ, შეუჩერებელ ქმედებად.

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას თვეს აღნიშნავს. 

პროგრამა გააერთიანებს ღია ლექციებს, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ახალ ინიციატივებს, დისკუსიებს, პოდკასტებს, ილიაუნის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ილიას გამოცემების გამოფენას.

 2026

ბანერები