ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ადამ დინგლთან ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

16 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში, Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა google-ს პროგრამულ ინჟინერთან, პრინსტონისა და ბერკლის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთან, ადამ დინგლთან.

შეხვედრა გაიმართება არა ლექციის, არამედ კითხვა-პასუხის ფორმატში, რათა გამოცდილების გაზიარების პროცესი უფრო ეფექტური იყოს. დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, არაფორმალურ გარემოში პირადად გაიცნოს ადამ დინგლი და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები.

ღონისძიებაზე დასწრებისთვის, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: www.startupgrind.com/tbilisi.

ადამ დინგლის შესახებ

ადამ დინგლი პროგრამული ინჟინერია ამ სფეროში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილებით. კერძოდ, 1994-1996 წლებში ასწავლიდა კომპიუტერულ მეცნიერებებს ჩარლზის უნივერსიტეტში, პრაღაში; 2002-2006 წლებში მუშაობდა წამყვან პროგრამულ ინჟინრად კომპანიაში google. მისი მუშაობის პერიოდში google მნიშვნელოვნად გაფართოვდა და 550-დან 9000 ადამიანის დამსაქმებელ კომპანიად იქცა. ადამ დინგლმა მონაწილეობა მიიღო ისეთი პროდუქტების განვითარებაში, როგორებიცაა: Desktop, Firefox, Chrome, Google Toolbar.

მოგვიანებით, მან არაერთი საკუთარი Startup-ი წამოიწყო და დააარსა Parking Hero, შემდგომში - Yorba Foundation და Roundtown. ადამ დინგლის უშუალო მონაწილეობით Yorba Foundation-მა შექმნა შემდეგი პროდუქტები: Shotwell, ფოტომენეჯერი და ინტეგრირების სისტემა Ubuntu-სათვის, ასევე - Geary და Linux-ის ოპერატიული სისტემის Email-სერვისი. ადამ დინგლის ეფექტური მენტორობის შედეგია სტუდენტური პროექტი NetBeans, რომელსაც ის ჩარლზის უნივერსიტეტში მუშაობისას უძღვებოდა. NetBeans არის Java-ს IDE, რომელიც 1999 წელს SUN-მა შეიძინა.

Startup Grind-ის შესახებ

Google-ის პროექტი Startup Grind 2010 წელს სილიკონის ველზე შეიქმნა. პროექტის იდეის თანახმად, გამოცდილ მეწარმეებსა და Startup-ეკოსისტემის წარმომადგენლებს შორის ყოველთვიურად იმართება შეხვედრები, რომელთა მიზანია, გამოცდილების გაზიარება და Startup-ით დაინტერესებული ადამიანების დაკავშირება ერთმანეთთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ლოკალური Startup-ეკოსისტემის გაუმჯობესებას. Startup Grind მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ბრენდია და იმართება 80-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ქალაქში, მათ შორის, საქართველოს დედაქალაქში.

დრო: 16 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32)

ბმული წინასწარი რეგისტრაციისთვის: www.startupgrind.com/tbilisi

მონაწილეობა უფასოა.

ბანერები