ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-12 კონფერენცია - „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალური მდივნის, დოქტორ ვილჰელმ კრულის საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

12-14 მაისს, ღონისძიებების - „ილიაუნი 10 წლისაა“ - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის კონგრესი 2016 და შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-12 კონფერენცია, რომლის თემაა: „უნივერსიტეტის ცვალებადი როლი გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში“.

კონგრესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

12 მაისს, კონგრესის ფარგლებში, შავის ზღვის უნივერსიტეტების ქსელის ახალი პრეზიდენტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინაუგურაცია შედგება. გიგა ზედანია ქსელს მომდევნო 2 წლის განმავლობაში, 2018 წლამდე უხელმძღვანელებს.

კონგრესზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალური მდივანს, დოქტორს ვილჰელმ კრულს, რომელიც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „უნივერსიტეტის კრეატიული კულტურა“.

დრო: 12 მაისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები