ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი: „მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის ისლამიზაცია: ძირითადი თეორიები და თანამედროვე მიდგომები“

ღონისძიებები

11 ოქტომბერს მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, ტატიანა დენისოვა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე წაიკითხავს მოხსენებას „მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის ისლამიზაცია: ძირითადი თეორიები და თანამედროვე მიდგომები“.

ანოტაცია

მალაი-ინდონეზიის არქიპელაგის მოსახელობაში ისლამის გავრცელებამ გამოიწვია ცვლილებები არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ინტელექტუალურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. ფუძემდებლური საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, ვინ შემოიტანა ისლამი; საიდან შემოვიდა; რა დროიდან იწყება მისი გავრცელება - ჯერ კიდევ საკამათოა.

მალაი-ინდონეზიის არქიპელაგზე ისლამის გავრცელების შესახებ ხუთი თეორია არსებობს. თითოეული მათგანი საკუთარი გზით ცდილობს პასუხების მოძიებას. არსებობს მალაიელი მუსლიმი მეცნიერების სხვადასხვა თანამედროვე დისკურსი, რომლებიც საკუთარ შეფასებას აძლევენ ამ თეორიებს და გამოთქვამენ თავიანთ არგუმენტებს რეგიონის ისლამიზაციის ისტორიაზე. უახლესი თანამედროვე მიდგომა ჩამოყალიბებულია პროფესორ ს.მ.ნ. ალ-ატასი.

დრო: 11 ოქტომბერი, 16:00-17:30

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, აკად. გ. წერეთლის 3, აკად. თამაზ გამყრელიძის სხდომათა დარბაზი (ოთახი 201/202)

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია

2022 წელი

 

ბანერები