ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი: კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევა

ღონისძიებები

14 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევა“.

პროექტში მონაწილეობენ პრეშოვის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი), ბუნების ისტორიის მუზეუმის (უნგრეთი), სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის (ჩეხეთი), ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიისა (აზერბაიჯანი) და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) მეცნიერები.

შეხვედრის ორგანიზატორები ისაუბრებენ ბიომრავალფეროვნების პრობლემებზე, თანამშრომლობის და პარტნიორობის შესაძლებლობებზე.

ბიომრავალფეროვნება, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს ეკოსისტემური სერვისების (ეკონომიკური, კულტურული, ესთეტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო) თვალსაზრისით, მძიმე ზემოქმედებას განიცდის, რაც მისი დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის იმის გამო, რომ ბუნების დამცველები, გარემოსდაცვითი პოლიტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და ადგილობრივი თემები არ თანამშრომლობენ. მეტიც, გარემოსდაცვითი განათლება ხშირად ფორმალური და არაეფექტურია. ამიტომ ბიომრავალფეროვნების ეფექტური კონსერვაციასა და გარემოს მენეჯმენტის შესახებ უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო.

ვიშეგრადის ფოდნის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის "V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის" მიზანია შეიქმნას ერთიანი ქსელი, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ბიოლოგები, გარემოსდაცვითი და სხვა არასამთავრებო ორგანიზაციები, ადგილობრივი პოლიტიკის შემქმნელები (სამინისტროში დასაქმებული მოხელეები) და ადგილობრივი საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვის უკეთესი კონცეფციებისა და პრაქტიკის განხორციელებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი რეგიონული სტრატეგიების გაუმჯობესებას კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში.

დრო: 14 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები