ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სეფიდე ალმასის საჯარო ლექცია „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში”

ღონისძიებები

26 ნოემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია ნინესას თანამშრომელი სეფიდე ალმასი გამართავს შეხვედრას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში”.

სამედიცინო სურათების ანალიზი პაციენტების გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და რადიოლოგიის სპეციალისტებისგან დიდ დროსა და სიზუსტეს მოითხოვს. სხვადასხვა დაავადების სწრაფი დიაგნოსტირების მიზნით მეცნიერები ავითარებენ სხვადასხვა ალგორითმს, რომლებიც მანქანურ სწავლებასა და კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებით, ავტომატურად ან სპეციალისტების მცირე მეთვალყურეობით, აანალიზებენ სკანირების შედეგებს და სვამენ დიაგნოზს. სეფიდე ალმასი, სილიკონის ველზე დაფუძნებული სტარტაპის „ნინესაის“ წამყვანი ინჟინერი, ისაუბრებს ამ ალგორითმებსა და მათ მნიშვნელობაზე მედიცინაში. 

მომხსენებლის შესახებ

სეფიდე ალმასიმ კვლევითი საქმიანობა დაიწყო ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჰარვარდის სკოლის რადიოლოგიის დეპარტამენტში, სურათების ციფრული დამუშავების მიმართულებით. 2005 წელს მან მიიღო დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ტუფტის უნივერსიტეტში ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით. 2016-2018 წლებში მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტში პოსტდოქტორის თანამდებობაზე მიკროსკოპული სურათების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ამჟამად უკავია ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ინჟინერის თანამდებობა კომპანია ნინესაიში. ნინესაი სილიკონის ველზე დაარსებული ადრეული ეტაპის სტარტაპკომპანიაა, რომელიც ავითარებს მანქანური დასწავლის ტექნოლოგიებს რადიოლოგიის მიმართულებით.

დრო: 26 ნოემბერი, 10:30 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები