ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სებასტიან კონრადის წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

8 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის, სებასტიან კონრადის, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

წიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

ავტორის შესახებ

დოქტორი სებასტიან კონრადი, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია.

ვრცელი ბიოგრაფიისთვის:  https://bit.ly/3Lwr4DO

წიგნის შესახებ

სებასტიან კონრადის „რა არის გლობალური ისტორია?” საისტორიო მეცნიერებაში ახალი მიმართულების შესავლად ითვლება. დარგის კრიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ წიგნმა მოახერხა უაღრესად კომპლექსური და მრავალმხრივი დისკუსიების ობიექტად ქცეული სფეროს სისტემატიზება და მისი მომავალი განვითარების მკაფიო მონახაზის, ჩარჩოს შექმნა.

ვიმედოვნებთ, რომ სებასტიან კონრადის წიგნის თარგმანი ქართველ კოლეგებს აღუძრავს სურვილს, კვლევებში ჩართონ გლობალური ისტორიის მიდგომა და ამით კრიტიკულად გადასინჯონ ტრადიციული, მყარად ფესვგადგმული თეორიები.

დრო: 8 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

2023

 

ბანერები