ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი ხეოშვილი წაიკითხავს მოხსენებას „რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX სს. რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში“.

თემის მოკლე აღწერა

ანტისემიტიზმი ისტორიული ქრისტიანობის წიაღში ჩამოყალიბებული რელიგიური და ეროვნული შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ამასთან ფართოდ გავრცელებული ფორმაა, რომელიც ებრაელთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. საუკუნეთა მანძილზე ანტისემიტიზმი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახეს იღებდა - რელიგიური და ფსიქოლოგიური შეუწყნარებლობა, სეგრეგაცია, ებრაელთა იძულებითი გადასახლება, გენოციდე, დარბევა, უფლებათა შელახვა და სხვა. ებრაელობის პრობლემით რუსი რელიგიური მოაზროვნეების აქტიურ დაინტერესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ფაქტმა, რომ XIX საუკუნის მანძილზე რუსული აზროვნება, უმთავრესად, ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებით იყო დაკავებული. რუსი ინტელექტუალების ერთი ნაწილი რუსეთის მომავალი ბედის გარკვევას ისტორიის რელიგიური ფილოსოფიის კონტექსტში ცდილობდნენ. ხოლო ის, ვინც ისტორიის ფილოსოფიის რელიგიურ საფუძველზე აგებას ცდილობს, გვერდს ვერ აუვლის საკითხს ღმერთის რჩეული ხალხის შესახებ, რომლის ისტორიაშიც ადგილი ჰქონდა ცენტრალურ რელიგიურ მოვლენას. ამასთანავე, XIX საუკუნეში შემუშავებული რუსული ნაციონალურ-მესიანისტური იდეოლოგია, ადრე თუ გვიან, აშკარად დაუპირისპირდებოდა ბიბლიური ერის რელიგიურ მესიანიზმს. ეს საკითხი რუსი რელიგიური მოაზროვნეებისათვის მათი რელიგიური შემწყნარებლობის გამოცდად იქცა. სამწუხაროდ, ეს გამოცდა ბევრმა რუსმა მოაზროვნემ ღირსეულად ვერ ჩააბარა. გ. ხეოშვილის კვლევის მიზანია ყურადღების გამახვილება ებრაელთა მიმართ რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი შეუწყნარებლობის იმ ზოგიერთი გამოვლინების ფაქტზე, რომელსაც XIX-XX საუკუნეების ცნობილი რუსი რელიგიური მოაზროვნეების ვლ. სოლოვიოვის, ნ. ბერდიაევის, ს. ბულგაკოვის, პ. ფლორენსკისა და ალ. ლოსევის შემოქმედებაში ჰქონდა დრო:

დრო: 19 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები