ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ჯასტინ მაკენზი სმიტის, ვიზიტი ილიაუნიში

ღონისძიებები

21 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E207 აუდიტორიაში, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: UK-Georgia - 25 Years of Diplomatic Relations.

მომხსენებლის შესახებ

ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას 2016 წლის აგვისტოდან ასრულებს. 2011 წლიდან 2015 წლამდე ჯასტინ მაკენზი სმიტი მექსიკაში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების დირექტორი გახლდათ, 2008 წლიდან კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2004-2008 წლებში ბატონი სმიტი იკავებდა პირველი მდივნისა და სპიკერის თანამდებობას გაერთიანებული სამეფოს მისიის ფარგლებში გაეროში. მან საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1994 წელს დაიწყო. 1996-1999 წლებში კი, მუშაობდა მოსკოვში მეორე მდივნად.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 21 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები