ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საქართველო გზად – სტალინიზმის ჩრდილები“ – მარკ იუნგეს, ბერნდ ბონვეჩისა და დანიელ მიულერის წიგნის პრეზენტაცია ლიგამუსში

ღონისძიებები

19 მარტს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მარკ იუნგეს, ბერნდ ბონვეჩისა და დანიელ მიულერის წიგნის „საქართველო გზად – სტალინიზმის ჩრდილები“ პრეზენტაცია.

წიგნს წარადგენს დოქტორი მარკ იუნგე, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია).

მოდერატორი – პროფესორი ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გერმანელ და ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფმა გერმანული ფოლცვაგენის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დეპარტამენტთან ერთად გამოიკვლია და გამოსცა რეპრესიის წყაროები საქართველოში 1937-1938 წლებში. ამ წყაროების ინტერპრეტაციის თაობაზე, ეთნოსისა და ტერორის ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, დაიწყო კამათი, რაც გაანალიზებულია 45 ქართველი, აფხაზი, ოსი, გერმანელი, ბრიტანელი, ამერიკელი და სხვ. მეცნიერის მიერ და თავმოყრილია წიგნში „საქართველო გზად – სტალინიზმის ჩრდილები“.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია მეცნიერთა როლის შესახებ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებში.

დრო: 19 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები