ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სანდრო ასათიანის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია

ღონისძიებები

25 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში პირველ ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი.

ლექციის თემა: ჩეთბოტების შექმნის ისტორია

მომხსენებელი განიხილავს ჩეთბოტების გზას მათი დაარსებიდან დღემდე. როგორი იყო ჩეთბოტის შექმნის პირველი მცდელობა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად დაიწყეს „მოსაუბრე მანქანაზე” მუშაობა, რა დანიშნულებით იყენებდნენ ჩეთბოტებს.

ლექციის დასრულების შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პრაქტიკულ ვორკშოპს, რომელსაც ჩაატარებენ ანიმა ჩეთბოტიქსის ნარატივდიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი და ნარატივდიზაინერი ქეთი ბელქანია.

ვორკშოპის თემა: როგორ ვიმუშაოთ ჩეთბოტზე?

დრო: 25 იანვარი, 19:00 საათი

ფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით

ლექციასა და ვორკშოპზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს:  https://bit.ly/38xWS7U

ჰაკათონის შესახებ ვრცლად: shorturl.at/akT68

2021 წელი

ბანერები