ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამუშაო შეხვედრა „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“

ღონისძიებები

21-22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“.

სამუშაო შეხვედრის მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელების ხელშეწყობა დოქტორანტების მიერ სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინსტრუმენტების დახმარებით გააანალიზონ ხელმძღვანელობის პროცესი და ხელმძღვანელის როლი სტუდენტის მიერ სრულყოფილი სადოქტორო ნაშრომის მომზადებაში.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგ საკითხები:

  • ხელმძღვანელის როლი დოქტორანტის მიერ სადოქტორო თემაზე მუშაობის პროცესში;
  • ხელმძღვანელის მონაწილეობა სტუდენტის მიერ სადოქტორო პროგრამის მიზნისა და სწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევაში;
  • სტუდენტთა მოტივაცია და ხელმძღვანელის თვითმოტივაცია;
  • ხელმძღვანელის მიერ სტუდენტებთან უკუკავშირის დამყარების ეფექტური გზები;
  • სადოქტორო პროგრამის მონაწილე დაინტერესებული პირების ჩართულობა პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

პროგრამის სრული ხანგრძლივობა: 4 საათი

მოდერატორი

თამარ მაღალაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. კავკასიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის, ხოლო 2017 წელს – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მისი გამოცდილება იწყება 20027 წელს ლექტორის სტატუსით. 2016 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს მარკეტინგული საგნების მიმართულებას ბიზნესის სკოლაში. სადისერტაციო დარგობრივი კომისიის წევრია და აქტიურად არის ჩართული ქართული და დუალური სამაგისტრო ნაშრომების სამეცნიერო ხელმძღვანელობაში.

განრიგი

I სესია – 21 დეკემბერი, 14:00-16:00
II სესია – 23 დეკემბერი, 14:00-16:00

რეგისტრაციის ლინკი: https://bit.ly/3VVGiWQ

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 დეკემბერი, 18:00

ინფორმაციას სამუშაო შეხვედრის ადგილისა და საათის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

2022 წელი

ბანერები