ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამეცნიერო პიკნიკი 2015

განცხადებები

სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოჩენა. ღონისძიების თანაორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია.

სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

  • 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი;
  • 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და დამთვალიერებელთა რაოდენობამ შეადგინა 13 000. სამეცნიერო პიკნიკზე, ილიაუნის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში.
  • 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდა 15 000-მდე. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი, რომელმაც ღონისძიების თითოეულ აქტივობას გაუწია მოდერაცია და უზრუნველყო დამსწრეთა ჩართულობა სახალისო სამეცნიერო აქტივობებში. 2014 წლის სამეცნიერო პიკნიკზე ჩატარდა რობოტების თამაში.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით 26 სექტემბერს გაიმართება ვაკის პარკში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლებს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს და იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების პოპულარიზაციით.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა გაიმართება. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან.

2015 წლის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დასრულებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის: sciencepicnic@iliauni.edu.ge 

2015 წლის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/9XcCbr უნდა შეავსონ არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.

სამეცნიერო პიკნიკი 2014

 


ბანერები