ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო სტიპენდიებთან დაკავშირებით

ღონისძიებები

29 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით, შედგება საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო სტიპენდიასთან (IPS) დაკავშირებით.   

შეხვედრის ფარგლებში გაეცნობით სტიპენდიის მიზნებსა და წინაპირობებს; ასევე, შესაძლებლობა გექნებათ, გაესაუბროთ ყოფილ სტიპენდიანტს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

IPS გათვლილია პოლიტიკით დაინტერესებულ 29 წლის პირებზე, რომლებიც კარგად საუბრობენ გერმანულად და სურთ, მომავალში აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. პროფესია შეუზღუდავია.

გსურთ გერმანიის პარლამენტში მუშაობა? სრულ ინფორმაციას ბუნდესტაგის სტიპენდიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე მიიღებთ.

დრო: 29 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები