ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ბუნდესტაგი, ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. დღემდე ამ პროგრამაში 2.200-მა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან, ბოლო წლებში - 55 ახალგაზრდაზე მეტმა საქართველოდან.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ, თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ფასეულობებისათვის იღვაწონ. პროგრამა გაგრძელდება 2016 წლის 1 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით. მის ფარგლებში სტიპენდიატები 15 კვირის განმავლობაში იმუშავებენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ საინფორმაციო მასალაში.

პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და მნიშვნელოვნად ზრდის სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს. გასული წლების მსგავსად, 2016 წელსსაქართველოსთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 5 სტიპენდია. 

განაცხადისთვის საჭირო საბუთები მიიღება 2015 წლის 30 ივნისამდე ელექტრონულად მისამართზე ips@tifl.diplo.de. დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 18 მეგაბაიტს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გერმანიის პარლამენტის საიტი: www.bundestag.de/ips

ან გერმანიის საელჩოს ვებგვერდი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები