ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ვორკშოფი „საქართველოს ისტორიული მყინვარული კერნი: საპილოტე პუბლიკაციები და შემდგომი ნაბიჯები"

ღონისძიებები

11-12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს საერთაშორისო ვორკშოფს „საქართველოს ისტორიული მყინვარული კერნი: საპილოტე პუბლიკაციები და შემდგომი ნაბიჯები" (Georgia Historical Ice-Core Project (GHICP) Workshop: Pilot publications and next stages).

ვორკშოფი გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტსა და ნოტინგემის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ვორკშოფში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევარები გაერთიანებული სამეფოდან, აშშ, გერმანია და საფრანგეთი, ასევე მოწვეული სტუმრები, სტუდენტები საქართველოდიან.

ვორკშოფის ძირითადი მიზანია საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის დაფუძნება და ერთიანი კვლევითი საკითხის შეთანხმება EU-USA-UK პროექტისთვის "CESOC-Caucasus: Climate, Environment and Social Change in the Caucasus".

დეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/oqX05


ორგანიზატორები

ქრისტოფერ ლოვლაქი, Prof. Dr. კლასიკური კვლევების და არქეოლოგიის განყოფილება, ნოტინგემის უნივერსიტეტი, UK
ანდრეი კურბატოვი, Prof. Dr. კლიმატის ცვლილების ინსტიტუტი, მეინის უნივერსიტეტია, US
ლიზი გადრანი, PhD student კლიმატის ცვლილების ინსტიტუტი, მეინის უნივერსიტეტია, US
მიხეილ ელაშვილი, Prof, Dr. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, GE
ლევან ტიელიძე, Prof. Dr. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, GE, ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიეტი, NZ
ჰელმუტ ბრუკნერი, Prof. Dr. გეოგრაფიის ინსტიტუტი, კიოლნის უნივერსიტეტი, DE
ჰანეს ლაერმანსი, Dr. გეოგრაფიის ინსტიტუტი, კიოლნის უნივერსიტეტი, DE
ანკა-ქრისტინა დან, Prof. Dr. სამეცნეირო კვლევების ეროვნული ცენტრი, Ecole Normale Superieure, FR
უდო შლოცჰაუერი, Dr. გერმანიის არქეოლოგიის სკოლა (DAI), DE
ჰანს ფონ სუხოდოლეცი, Dr. გეოგრაფიის ინსტიტუტი, ლაიპციგის უნივერსიტეტი, DE
ნათანიელ ერბ-სათურლო, Prof, Dr. ქრენფილდის უნივერსიტეტი, UK

პირველი ორი დღე 11-12 ივლისი დაეთმობა მოხსენებებს და სამუშაო შეხვედრებს. 13 ივლისს დაგეგმილია საველე-კვლევითი გასვლა დმანისის მიმართულებით, ხოლო 14- 18 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც სამომავლო კვლევების ძირითად არეალს წარმოადგენს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11-12 ივლისი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E207 აუდიტორია, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2023 წელი

https://iliauni.edu.ge/uploads/other/78/78801.pdf

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები