ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“

ღონისძიებები

17-19 დეკემბერს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დისტანციურად აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. კულტურა, ისტორია, პოლიტიკა“. კონფერენციაზე შეჯამდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2020 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი მკვლევრები ავსტრიიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ერაყიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან. 

იხილეთ კონფერენციის დეტალური პროგრამა ბმულზე: https://bit.ly/2K0K1D3 

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმ zoom-ის მეშვეობით.

კონფერენციის zoom-ის ბმულები:

 სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

2020 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები