ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეორე საერთაშორისო კონფერენციის „ლექსიკოგრაფია XXI საუკუნეში“ კრებულის წარდგენა

ღონისძიებები

24 ოქტომბერს,13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი წარადგენს მეორე საერთაშორისო კონფერენციის კრებულს „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“.

მეორე საერთაშორისო კონფერენცია 2025 წლის 10-12 ოქტომბერს ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიეძღვნა სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალების 300 წლისთავს. კრებულის წარდგენა სწორედ 24 ოქტომბერს,  სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს,  დაიგეგმა.

კრებულში შევიდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების სტატიები ლექსიკოგრაფიის სხვადასხვა საკითხზე. წიგნის თემატიკა მოიცავს ტერმინოლოგიის პრობლემებს, ნეოლოგიზმების აღმოჩენისა და კვლევის მიმართულებებს, ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობას ლექსიკოგრაფიაში, ლექსიკოგრაფიასთან დაკავშირებულ ლექსიკოლოგიურ საკითხებს და სხვა. გამოცემა აერთიანებს სტატიებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების შესახებ, როგორებიცაა: უნგრული ენის ტერიტორიული ვარიანტების განმარტებითი ლექსიკონი – ლექსიკონი საზღვრების გარეშე; სლოვაკური ენის უცხო სიტყვათა ლექსიკონების ევოლუცია; სამოქალაქო მეცნიერება და ჰესენ-ნასაუს ლექსიკონი და სხვა.

კრებულის წარდგენაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ავტორებიც.

მეორე საერთაშორისო კონფერენციის „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ კრებული გამოქვეყნებულია ელექტრონულადაც.

24 ოქტომბერს გამოცხადდება მესამე საერთაშორისო კონფერენციის თემატიკაც. კონფერენცია ჩატარდება 2027 წლის ოქტომბერში.  

დრო: 24 ოქტომბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები