ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია „დაავადებები ველურ ცხოველებში და სახეობათა კონსერვაცია“

ღონისძიებები

11-12 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „დაავადებები ველურ ცხოველებში და სახეობათა კონსერვაცია“. თბილისის ზოოლოგიური პარკის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უტრეხტის, ტურინის, სიენას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი -NACRES-ი და თბილისის ზოოლოგიური პარკი.

  • მომხსენებლები წარმოადგენენ ინფორმაციას სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და მათი დეტექციის შესახებ ველურ სახეობებში (როგორც ხმელეთის, ისე წყლის),  დაავადებების გამომწვევი მიზეზების შესწავლის მნიშვნელობაზე იშვიათი სახეობების კონსერვაციისთვის;
  • მოხსენებები გაკეთდება მთის ჩლიქოსნების მდგომარეობაზე და მათი შენარჩუნების გზებზე; 
  • გაიმართება სემინარი, რომელიც მიეძღვნება მთის ჩლიქოსნებისთვის კონსერვაციული ქმედებების დაგეგმვას (12 ოქტომბერს, შესვენების შემდეგ).

ომხსენებლები:

  • პროფ. ლუკა როსი(ტურინის უნივერსიტეტი)

მთის ჩლიქოსნების (Caprinae) ძირითადი დაავადებების მიმოხილვა

  •  პროფ. ანდრეა გრონე (უტრეხტის უნივერსიტეტი)

გარეულ ცხოველთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება ნიდერლანდებში რანავირუსიგამოწვეული დაავადებები ამფიბიებში

  •  პროფ. მარია კიკი (უტრეხტის უნივერსიტეტი)

ნიდერლანდებში გავრცელებული გარეულ ცხოველთა დაავადებები

  • პროფ. სანდრო ლოვარი (სიენას უნივერსიტეტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის-IUCN-Caprinae სპეციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარე)

 კლიმატის ცვლილება, როგორც მთის ჩლიქოსნებზე მოქმედი პოტენციური საფრთხე

  •  დოქტ. ზურაბ ჯავახიშვილი (ილიას უნივერსიტეტი)

ფრინველის გრიპის ვირუსის შესწავლა საქართველოს გარეულ ფრინველებში 

  •   ივანე დარასელია (თბილისის ზოოლოგიური პარკი)

  ველურ ცხოველთა იმობილიზაციის მეთოდები

  • ლევან ნინუა (ილიას უნივერსიტეტი)

შავი ზღვის ვეშაპისნაირების გამორიყვა: მიზეზები ძიებაში

  • ბეჟან ლორთქიფანიძე (ნაკრესი)

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

  • ნიკა ქერდიყოშვილი (თბილისის ზოოპარკი)

 დასავლეთ კავკასიური ჯიხვის გავრცელება და სტატუსი

  • პროფ. ზურაბ გურიელიძე (თბილისის ზოოპარკი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი)

 მთის ჩლიქოსნების კონსერვაცია საქართველოში


კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული

დრო: 11-12 ოქტომბერი, 10:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები