ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ფსიქოტრავმატოლოგიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“

ღონისძიებები

25-26 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფსიქოტრავმატოლოგიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენციის თემაა „პროფესიული სტანდარტები და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები“. ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ტრავმის მკურნალობისა და პრევენციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული გზამკვლევი, პროფესიული ეთიკის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები და სხვ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი და ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ასევე  საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და კავშირი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ „საფარი“.

კონფერენციაზე ვორკშოპებს ჩაატარებენ ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან ბისონი და გერმანულენოვანი ქვეყნების ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ჰამბურგის ეპენდორფის კლინიკის პროფესორი ჯულია შელოგი.


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 25-26 აპრილი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები