საჯარო ლექცია „ნიკო მარი მოდერნიზმის კულტურის კონტექსტში“
ღონისძიებები
5 ოქტომბერს, 19:00 სააათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია „ნიკო მარი მოდერნიზმის კულტურის კონტექსტში“.
ლექცია ორგანიზებულია გოეთეს ინსტიტუტის, გამომცემლობა „საგას“ და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ.
მომხსენებლები: ელენა ვოგმანი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი)
გიორგი მაისურაძე (ილიას სახელემწიფო უნივერსიტეტი)
სემინარზე ელენა ვოგმანი წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგში, ნიკო მარის არქივში, მოძიებულ დღემდე გამოუქვეყნებელ მასალებს მეცნიერის მიერ 1917-1918 წლებში ანისში ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციიდან. საუბარი იქნება ნიკო მარის მოძღვრებათა პარალელებზე მის თანამედროვე ევროპულ სამეცნიერო თეორიებთან.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 5 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.