ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, მურმან მარგველაშვილისა და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორის, დავით ჩხაიძის საჯარო ლექციები
ღონისძიებები
7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით ჩხაიძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.
17:00 საათზე ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწვანე წყალბადი, მისი როლი გლობალურ ენერგეტიკულ გადასვლაში და საქართველოს პერსპექტივები“.
მომხსენებელი განიხილავს მწვანე წყალბადის შესაძლო როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევაში, წყალბადის წარმოებისა და მოხმარების თანამედროვე ტექნოლოგიების ტექნიკურსა და ეკონომიკურ მახასიათებლებს, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რეგულირების ასპექტებს, ასევე საქართველოში წყალბადისა და მისი წარმოებულების გამომუშავებისა და მოხმარების პერსპექტივებს.
17:40 საათზე ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით ჩხაიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას “SDTx - Software-defined RF transmitter“.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგიის სკოლის მიერ შექმნილი რადიოკომუნიკაციის ახალი მოწყობილობა: STDx – პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრული რადიოგადამცემები.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 ივნისი, 17:00 საათი, 17:40 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024