ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

''Build With AI''– საჯარო შეხვედრა

ღონისძიებები

8 აპრილს, 19:00 საათზე, Google Developers ჯგუფის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება საჯარო შეხვედრა Build With AI.

დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ხელოვნური ინტელექტის სფეროს წარმატებულ პირებს და გაიგონ სიახლეები AI მიმართულებით.

შეხვედრაზე განხილული იქნება, რა არის Gemini და რა ახალი შესაძლებლობები და ფუნქციები აქვს, როგორ შეგვიძლია Gemini AI-ით Flutter აპლიკაციების განვითარება.

მომხსენებლები:

თათია წმინდაშვილი, Impel-ის უფროსი Deep Learning მკვლევარი 

თათია ძირითადად მუშაობს ენის მოდელებზე, ასევე დროს უთმობს კვლევას GAIN პროექტში, რომელიც ორიენტირებულია ელექტროენცეფალოგრაფიული სიგნალის ანალიზზე მანქანური სწავლების გამოყენებით. იგი ისაუბრებს იმ ძირითადი ალგორითმების შესახებ, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში.

საშა დენისოვი, EPAM-ის წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, Flutter,Dart GDE

ვრცლად იხილეთ: State of AI in 2024 / BuildWithAI | Facebook

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 8 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, 102 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

2024

 

 

ბანერები