


პროფესორ ჯეიმს ინგრამის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
20 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯეიმს ინგრამის საჯარო ლექცია თემაზე: „არის თუ არა პოლიტიკა ლოგიკური?“. ინგრამის ლექცია იქნება სინთეზი მაქს ვებერის ცნობილი ლექციებისა – „მეცნიერება როგორც პროფესია“ და „პოლიტიკა როგორც პროფესია“. მომხსენებელი ისაუბრებს პოლიტიკის ლოგიკურობაზე, იმაზე, რომ შესაძლებელია, დაექვემდებაროს სამეცნიერო მეთოდს, რაც საშუალებას მოგვცემს, პოლიტიკამ იმ მიზნებისთვის იმუშაოს, რომელთაც კაცობრიობამ უნდა მიაღწიოს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“( ი. ჭავჭავაძის გამზ.N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.