ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „შიშსა და აღფრთოვანებას შორის – საბჭოთა კავშირი თანამედროვე ეპოქაში“

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ბაბეროვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „შიშსა და აღფრთოვანებას შორის – საბჭოთა კავშირი თანამედროვე ეპოქაში“ .

მომხსენებლის შესახებ

იორგ ბაბეროვსკი არის გერმანელი ისტორიკოსი და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. მისი სპეციალიზაციაა სტალინიზმის ეპოქა, განსაკუთრებით, სტალინისტური ძალადობის, გენოციდისა და ტერორის ისტორია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ხალხთა წინააღმდეგ;  პროფ. იორგ ბაბეროვსკი არის უამრავი სტატიისა და წიგნის ავტორი. 2012 წელს ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე მან მოიპოვა ჯილდო წიგნისთვის: „დამწვარი მიწა. სტალინის ძალადობრივი ხელისუფლება”.

სამუშაო ენა: გერმანული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი

დრო: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები