ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის უფლება გამჭვირვალობისა და მასობრივი თვალთვალის ეპოქაში“

ღონისძიებები

26 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის უფლება გამჭვირვალობისა და მასობრივი თვალთვალის ეპოქაში“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე განა იუდკივსკა ისაუბრებს პირადი ცხოვრების ცნების განვითარებასა და მის მოლოდინებზე, საინფორმაციო სივრცის მზარდ მოთხოვნებზე, რეპუტაციის მნიშვნელობაზე (უფლება დავიწყებული იყო) და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მასობრივი თვალთვალისა და ყოვლისშემძლე სახელმწიფოს როლზე. 

მომხსენებლის შესახებ
სამართლის ფილოსოფიის დოქტორი განა იუდკივსკა 2010 წელს აირჩიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ. ამჟამად იგი სასამართლოს მეოთხე სექციის პრეზიდენტია. ასევე არის უკრაინის ადვოკატთა აკადემიის ასოცირებული პროფესორი და ევროპის საერთაშორისო სამართლის საზოგადოების საბჭოს წევრი.

* პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

 სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 26 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 2018

ბანერები