ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „MACROECONOMIC AND MICROECONOMIC IMPLICATIONS OF THE DISTRIBUTED PROFIT TAXATION SYSTEM, THE ESTONIAN EXPERIENCE“

ღონისძიებები

4  ნოემბერს, 14:00  საათზე,  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  G 106  აუდიტორიაში გაიმართება  ტარტუს  უნივერსიტეტის  ლექტორის,  მარკ  კანცუკოვის  საჯარო  ლექცია: „Macroeconomic and Microeconomic Implications of the Distributed Proft Taxation System,   the   Estonian   Experience“.  ლექცია  ჩატარდება  ღონისძიების - „ესტონეთის  დღეები საქართველოში“ - ფარგლებში.

2016 წლის შუა ხანებში, საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ქვეყნის საგადასახადო კანონში, რათა შემოეღო კორპორატიული შემოსავლის დაბეგვრის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, საწარმოებს მოუხდებათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა  მხოლოდ აქციონერებზე გაცემულ შემოსავლებზე. ესტონეთმა მსგავსი მოდელი შემოიღო 2000 წელს და ის დღემდე ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში კორპორატიული დაბეგვრის ამგვარი სისტემით. საქართველო, რომელმაც საცდელად გამოიყენა ესტონეთის მოდელი, მსოფლიოში მეორე ქვეყანა იქნება დაბეგვრის ასეთივე მოდელით.

ლექციაზე განხილული იქნება მიკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური მნიშვნელობა, ესტონეთის აქციონერებზე დარიგებული შემოსავლის დაბეგვრის სისტემის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტები. პრეზენტაციისას აქცენტი გაკეთდება წინამეცნიერული და გამოყენებითი დარგების შედეგებზე.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 4 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები