ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „გლობალიზაცია – განვითარება და შესაძლებლობები“

ღონისძიებები

13 ივნისს, 17:00 საათზე, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ერიკ ბორგი, პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო ლექციას „გლობალიზაცია – განვითარება და შესაძლებლობები“.

თემის მოკლე მიმოხილვა

მომხსენებელი განიხილავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბიზნესაქტივობებსა და მათ ახალ შესაძლებლობებს გლობალურ ბაზარზე. მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზაციის პროცესში გადიოდა ეტაპებს, რომლებიც დაკავშირებული იყო არაერთ კრიტიკულ მოვლენასთან. კომუნიზმის დამარცხებამ და მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის აქტიურმა ჩართვამ კომპანიებს გლობალურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მისცა. დღეს ბიზნესი ერთდროულად ადგილობრივიცაა და გლობალურიც, რასაც ხელი შეუწყო დიგიტალიზაციის პროცესმა, შედეგად გაიზარდა კომპანიების გლობალურობის შესაძლებლობები.

მომხსენებლის შესახებ

ერიკ ბორგი სტოკჰოლმის სოდერტორნის უნივერსიტეტის პროფესორია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მან გამოიკვლია ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისა და აღმოსავლეთ გერმანიის გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობა. იგი დაკავშირებულია ჯანდაცვის გლობალიზაციისა და მზარდი სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის სფეროებთანაც. პროფესორმა ერიკ ბორგმა ლარს ვიგერლანდთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა ქართული ღვინის ინდუსტრიის შესახებ.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 13 ივნისი, 17:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

2023

ბანერები