ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“

ღონისძიებები

7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება დოქტორ რებეკა კიმის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“.

ჩინური დამწერლობის ზუსტი წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია და მას არაერთი სამეცნიერო ჰიპოთეზა უკავშირდება, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ, რთული ისტორიულ-ეტიმოლოგიური პროცესების მიუხედავად, ჩინურმა სიმბოლოებმა დღესაც შეინარჩუნეს გარკვეული მნიშვნელობა.

არის თუ არა კავშირი ებრაული ბიბლიის შესაქმის წიგნსა და ჩინურ სიმბოლოებს შორის? მოახდინა თუ არა გავლენა უდიდეს ეგვიპტურსა და შუამდინარულ ცივილიზაციებს შორის მდებარე მცირერიცხოვანი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ხალხის ბუნდოვანმა რელიგიამ მისგან საკმაოდ დაშორებულ აღმოსავლეთის კიდევ ერთ უძველეს ენასა და კულტურაზე?

დოქტორი რებეკა კიმი განიხილავს ჩინური დამწერლობის სხვადასხვა სიმბოლოს მნიშვნელობას და ებრაული რელიგიისა და ენის შესაძლო გავლენას ჩინურ, კორეულ და იაპონურ ლოგოგრამებზე.

ლექციის მიზანი:

ლექცია განკუთვნილია ენათმეცნიერებით, ინტერკულტურული კვლევებით და აზიური ენებითა და კულტურებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. მისი მიზანია ძველი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის შესაძლო გავლენის დადგენა შორეული აღმოსავლეთის სამწერლობო ენაზე, რომელიც 50 000-ზე მეტ სიმბოლოს შეიცავს.

სამუშაო ენა: ინგლისური 

დრო: 7 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ლექციას ასევე დაეწრებიან ამერიკელი და კორეელი სტუმრები.

 2018

ბანერები