ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო დისკუსია: ვალუტის გაცვლითი კურსის რეგულირების სამართლებრივი გარემო

ღონისძიებები

1-ლ აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, სამართლის სკოლის და კლუბ სტუდენტური სასამართლოს ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია: ვალუტის გაცვლითი კურსის რეგულირების სამართლებრივი გარემო. დისკუსიას გაუძღვება ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, ირაკლი კალანდაძე და ეროვნული ბანკის იურისტი გიორგი ძიგუაშვილი.

საჯარო დისკუსიაზე განიხილება შემდეგი თემები:

1.გაცვლით კურსის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა;
2.გაცვლითი კურსის რეჟიმები (მცურავი და ფიქსირებული გაცვლითი კურსი);
3.საქართველოში კურსის დადგენის პროცედურები და ეროვნული ბანკის როლი კურსის განსაზღვრის პროცესში;
4. ვალუტის გაუფასურების ძირითადი მიზეზები;
5. სავალუტო ინტერვენციების მიზანშეწონილობა ვალუტის გაუფასურების დროს.

დრო: 1-ლი აპრილი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები