ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

როგორ შევიმეცნებთ სამყაროს – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

ღონისძიებები

1-ელ ოქტომბერს,17:00-17:30 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი უფროსკლასელებს გრავიტაციული ტალღებით აღქმულ სამყაროს დაბადებაზე ესაუბრება.

ცივილიზაციის დასაბამიდან მსოფლმხედველობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო და არის შეკითხვა „როგორ წარმოიქმნა?“

დღევანდელი სამყარო თითქმის 14 მილიარდი წლისაა და ის, რომ დღეს მეცნიერება გვთავაზობს მიდგომას, როგორ შევიმეცნოთ ახლად დაბადებული სამყარო (წამის მემილიონედის ასაკის სამყარო), შეიძლება ფანტასტიკად მივიჩნიოთ. თუმცა ეს რეალობაა: 2015 წელს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენამ აქამდე უხილავს ფარდა ახადა და სრულიად ახალი უპრეცედენტო პერსპექტივები დასახა სამყაროს შესაცნობად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები და მათი ამერიკელი კოლეგები უფროსკლასელებს გააცნობენ ლექციების ახალ კურსს თანამედროვე კოსმოლოგიის შესახებ – „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოპულარიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში: შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“.

დრო: 1 ოქტომბერი,17:00-17:30 საათი

სამუშაო ენა: ქართული

ადგილმდებარეობა: ალექსანდრე ქართველის სამკითხველო დარბაზი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი, T402

2022 წელი

ბანერები