ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რობოტების სასკოლო შეჯიბრება

ღონისძიებები

26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრებას გამართავს.

შეჯიბრება ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და მასში თბილისისა და რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებისგან შემდგარი გუნდები იასპარეზებენ.

რობოტების სასკოლო შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობები:

შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს შესაბამისი აღჭურვილობა.

შეჯიბრება ჩატარდება სამი მიმართულებით რობოტთა ორ განსხვავებულ კატეგორიაში – mBot და 4WD Smart Robot Car.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა დავალებას რობოტი უნდა ასრულებდეს დამოუკიდებლად, პროგრამული კოდის გამოყენებით. დაუშვებელია შეჯიბრების დროს მონაწილემ რობოტი დისტანციურად მართოს.

სკოლას რობოტის ორი სახეობიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა შეძლოს შეჯიბრების შესაბამის კატეგორიაში მონაწილეობა.

ინფორმაცია რობოტის სახეობების შესახებ:

სკოლამ უნდა წარმოადგინოს მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობა იქნება 2, ხოლო მაქსიმალური – 4.

სასკოლო გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს IX-XII კლასების მოსწავლეებით.

სკოლას შეუძლია შეჯიბრებისთვის რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება.

მონაწილეობის პირობები

პროექტში მონაწილეობა სკოლებისთვის უფასოა, თუმცა პროექტი არ ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს ღონისძიების ადგილამდე და უკან.

რობოტების სასკოლო შეჯიბრების კატეგორიები:

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აღწერები ბმულებზე.

კატეგორია I: სწორ ხაზზე მოძრაობა – https://bit.ly/3Pjjiyx
კატეგორია II: ზიგზაგზე მოძრაობა – https://bit.ly/3hns81F
კატეგორია III: ლაბირინთში სიარული – https://bit.ly/3iRmFke

ერთი რობოტისთვის სავალდებულოა, რომ ყველა კატეგორიაში მიიღოს მონაწილეობა

როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?

უნდა შეავსოს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 23 დეკემბრისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3WrjSws

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სკოლებს დავუკავშირდებით და მონაწილეობასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით არა უგვიანეს 2022 წლის 25 დეკემბრისა.

აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს საქართველოში 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია EPAM Georgia.

ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობა: თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

დრო: 26 დეკემბერი, 12:00 საათი

დამატებითი ინფორმაციისთვის:

https://www.facebook.com/FabLabIliauni/
fablabtraining@iliauni.edu.ge
558147202

2022 წელი

ბანერები