ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რა არის HICD მოდელი? როგორ გავზარდოთ ინსტიტუციური და ინდივიდუალური ეფექტიანობა

ღონისძიებები

1-ლ აპრილს, 17:00 საათზე, USAID HICD Activity-ის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება HICD Live-Space საუბარი ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მოდელის შესახებ. HICD Live-Space საუბრები HICD პროექტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია GEC-ის მხარდაჭერით ხორციელდება. GEC-ის ექსპერტ-კონსულტანტები გიორგი სიმონგულაშვილი და ეკა ქათამაძე განვითარების HICD მოდელსა და იმ კონკრეტულ მეთოდებზე იმსჯელებენ, რომლებიც ორგანიზაციებისა და ინდივიდების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს.

HICD Live-Space პერიოდულად შემოგთავაზებთ საუბრებსა და დისკუსიებს განვითარებაზე,ორგანიზაციული და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარების მეთოდებზე, ტექნოლოგიებზე, ტენდენციებსა და გამოწვევებზე. HICD Live-Space-ის წამყვანია HICD პროექტის კომუნიკაციების სპეციალისტი სოფო კერესელიძე.

მომხსენებლების შესახებ:

გიორგი სიმონგულაშვილს 20-წლიანი გამოცდილება აქვს აღმასრულებელი მენეჯმენტის, ბიზნესის განვითარების, სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ამაღლების მიმართულებებით ბიზნეს-საკონსულტაციო სფეროში.

ეკა ქათამაძე გამოცდილი ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი და ბიზნეს-ანალიტიკოსია. ის 24 წელზე მეტია მუშაობს სამთავრობო, ფინანსურ, საკონსულტაციო და განათლების სექტორებში, 10 წელზე მეტია – ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებთან.

დრო: 2021 წლის 1-ლი აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: USAID HICD Activity-ის ფეისბუქის გვერდი

 

ბანერები