
ღონისძიებები
20 ნოემბერი, 2023

ღონისძიებები
17 ნოემბერი, 2023

ღონისძიებები
20 ნოემბერი, 2023
„ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ – თამარ ლომიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია
ღონისძიებები
10 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, თამარ ლომიძის მონოგრაფიის „ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ (თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2021) პრეზენტაცია.
მონოგრაფიის შესახებ
მონოგრაფია სამი თავისგან შედგება:
- პირველადაა შესწავლილი ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართული ლიტერატურის ძეგლზე, ჩახრუხაძის სახოტბო პოემაზე „თამარიანი“;
- განხილულია მეტრული და ბუნებრივი აქცენტუაციის ურთიერთმიმართება შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“. გამოტანილია დასკვნა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მეტრული აქცენტუაცია ჩამოყალიბდა არქაული ენობრივი აქცენტუაციის საფუძველზე, რომელმაც განსაზღვრა მისი ფუნქციონირება სილაბურ-ტონური ლექსთწყობის ფარგლებში;
- გამოკვლეულია XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ანბანთქებათა ჟანრის ფორმალურ-სემანტიკური ნიშან-თვისებები და დასაბუთებულია, რომ ისინი შეესაბამება ე.წ. „კლასიკური ეპისტემეს“ (მ. ფუკო) ძირითად მახასიათებლებს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი