ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ვლადიმირ ტისმანიანუს საჯარო ლექცია: "ფანტაზიები ხსნის შესახებ ცენტრალურ ევროპაში. კრიზისის პოლიტიკა 1990-იანი წლების შემდეგ"

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საჯარო ლექციების ციკლს "კრიზისი და კრიტიკა", რომლის ფარგლებშიც ლექციებს წაიკითხავენ გამოჩენილი უცხოელი მეცნიერები. ციკლის მხარდამჭერია კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი და ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია).

ციკლის ფარგლებში პირველი მომხსენებელი იქნება მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების კვლევების ცენტრის დირექტორი, ვლადიმირ ტისმანიანუ. 9 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ის წაიკითხავს ლექციას თემაზე: "ფანტაზიები ხსნის შესახებ ცენტრალურ ევროპაში. კრიზისის პოლიტიკა 1990-ანი წლების შემდეგ".

ლექციაზე ვლადიმირ ტისმანიანუ ისაუბრებს მეხსიერებასა და დემოკრატიას შორის ურთიერთკავშირზე პოსტსაბჭოთა რუმინეთში, ასევე - ღირებულებითი და პოლიტიკური კრიზისების ურთიერთკავშირის საკითზე. იგი შეეცდება პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: კვლავ აქვს თუ არა კომუნიზმს და ფაშიზმს მომავალი აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში?

დრო: 9 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები