ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ რევაზ კორინთელის ორტომეულის „დინამიკური ფსიქიატრია“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პროფესორ რევაზ კორინთელის ორტომეულის „დინამიკური ფსიქიატრია“ პრეზენტაცია.

წიგნის პირველ ტომში განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა: ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.

მეორე ტომი ეხება კარლ გუსტავ იუნგისა და რობერტო ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხვევები.

ავტორის შესახებ

რევაზ კორინთელი 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. იგი 1992 წლიდან არის საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი, ხოლო 2022 წლიდან - საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 2005 წელს რევაზ კორინთელი აირჩიეს ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ნამდვილ წევრად, ხოლო 2010 წლიდან ამავე ასოციაციის საპატიო წევრია. რევაზ კორინთელი ასევე გახლავთ საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ნამდვილი წევრი. ვრცელი ბიოგრაფიისთვის მიჰყევით ბმულს: https://faculty.iliauni.edu.ge/arts/revaz-korintheli

დრო: 13 ოქტომბერი, 20:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი #32.

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები