ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნათია კოპალიანის მოხსენება – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017

ღონისძიებები

25 დეკემბერს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში  ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ნათია კოპალიანი წარადგენს სამეცნიერო-კვლევით მოხსენებას „მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში".

საქართველოში გამოვლინდა მგლისა და ძაღლის ჰიბრიდიზაციის  გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ევროპის ტერიტორიაზე აქამდე განხორციელებული კვლევების მიხედვით იყო ცნობილი. როგორ გამომჟღავნდა გენთა მიმოცვლა მგლისა და ძაღლის პოპულაციებს შორის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა მგლის პოპულაციის სტრუქტურაზე? ხდება თუ არა ჰიბრიდიზაცია ძაღლებსა და სხვა ძაღლისებრის, ტურას შორის? როგორია ტურის პოპულაციური სტრუქტურა საქართველოში და რამდენად განსხვავდება იგი სიმპატრული მგლის პოპულაციური სტრუქტურისგან? რა ინფორმაცია შეიძლება ამოვიკითხოთ გენებიდან პოპულაციების გავრცელებაზე წარსულში და თანამედროვე გავრცელების მიმართულებაზე? 

დრო: 25  დეკემბერი, 17:30 საათი;

ადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები