ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ჰანს ულრიხ გუმბრეხტის საჯარო ლექციათა ციკლი

ღონისძიებები

29-30 მარტს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საპატიო დოქტორი, ჰანს ულრიხ გუმბრეხტი, წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს - სახელწოდებით: „კარლ მარქსი და მარქსიზმი 2017 წლის პერსპექტივიდან“.

  • I ლექცია - 29 მარტი, 18:30 საათი, -„კარლ მარქსი და XIX საუკუნე“
  • II ლექცია - 30 მარტი, 18:30 საათი - „მარქსიზმი XIX-XXI საუკუნეებში”

მომხსენებლის შესახებ

ჰანს ულრიხ გუმბრეხტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. იგი ავტორია წიგნებისა: „ფილოლოგიის ძალა“, „ცხოვრება დროის ზღვარზე“, „ათლეტური მშვენიერების ქება“, „დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი“, „დასწრებულობის წარმოება“ და სხვა.

პროფესორ გუმბრეხტის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/1G2nqH

ლექციათა ენა: ინგლისური

დრო: 29-30 მარტს, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები