საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თანამედროვე გამოწვევები და ახალი პერსპექტივები“
ღონისძიებები
3 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თანამედროვე გამოწვევები და ახალი პერსპექტივები“ (SDIC 2026).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს თეზისების მიღებას კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის.
კონფერენციის მიზანია საერთაშორისო მეცნიერების, მკვლევრების, აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების, პოლიტიკის შემმუშავებლების, პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანება მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევებისა და ახალი პერსპექტივების განსახილველად.
თანამედროვე სამყაროში მდგრადი განვითარება მოითხოვს ინტერდისციპლინურ მიდგომებს, რაც აერთიანებს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, სოციალურ ინკლუზიას, ეფექტიან მმართველობას, სამართლებრივ ჩარჩოებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
SDIC 2026 წარმოადგენს საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას კვლევის შედეგების წარდგენის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ინოვაციური მიდგომების განხილვისა და სამომავლო სამეცნიერო და ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენისთვის.
კონფერენციაზე წარდგენილი იქნება თეორიული, ემპირიული, შედარებითი და ინტერდისციპლინური ნაშრომები, რომლებშიც მდგრადი განვითარება განხილული იქნება ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და ინსტიტუციური პერსპექტივებიდან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მდგრადი ტრანსფორმაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების კვლევას, აგრეთვე საერთაშორისო პარტნიორობის როლს გლობალური და რეგიონული განვითარების პრობლემების გადაჭრაში.
კონფერენციის ძირითადი მიზნები
- მდგრადი განვითარების თანამედროვე გამოწვევების შესახებ ინტერდისციპლინური სამეცნიერო დიალოგის ხელშეწყობა;
- ინოვაციური კვლევის შედეგებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გაზიარების წახალისება;
- საერთაშორისო აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება;
- გარემოსდაცვითი მდგრადობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური ინკლუზიის, მმართველობისა და სამართლებრივი ჩარჩოების ურთიერთკავშირების შესწავლა;
- ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების მხარდაჭერა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საკუთარი კვლევების წარდგენის პროცესში;
- ახალი სამეცნიერო პარტნიორობების, ერთობლივი პუბლიკაციებისა და საერთაშორისო პროექტების ინიციატივების ხელშეწყობა;
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) დაკავშირებული სამეცნიერო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა.
თემატური მიმართულებები
I მიმართულება. მწვანე ტრანზიცია, ენერგეტიკა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება
მიმართულება მოიცავს მდგრადი ტრანსფორმაციის გარემოსდაცვით, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ასპექტებს.
ძირითადი თემები:
- მწვანე ტრანზიცია და მწვანე ეკონომიკის განვითარება;
- განახლებადი ენერგია და ენერგეტიკული ტრანზიცია;
- ენერგოუსაფრთხოება და ენერგეტიკული ბაზრების ტრანსფორმაცია;
- კლიმატის ცვლილება და ადაპტაცია;
- გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული პოლიტიკა;
- მდგრადი ფინანსები და მწვანე ინვესტიციები;
- ცირკულარული ეკონომიკა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
- მდგრადი ინფრასტრუქტურა და ურბანული განვითარება;
- გარემოსდაცვითი ეკონომიკა;
- მწვანე ტექნოლოგიები და ინოვაციები;
- მდგრადი წარმოება და მოხმარება;
- ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი რეგულირება;
- ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის.
II მიმართულება. ინკლუზიური განვითარება, მეწარმეობა და სოციალური მდგრადობა
მიმართულება განიხილავს მდგრადი განვითარების სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს, განსაკუთრებული ყურადღებით მეწარმეობის, ინკლუზიისა და საზოგადოების კეთილდღეობის საკითხებზე.
ძირითადი თემები:
- ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარება;
- მეწარმეობა და მცირე და საშუალო საწარმოები;
- ქალთა მეწარმეობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;
- სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაციები;
- სოფლისა და რეგიონების განვითარება;
- მდგრადი სოფლის მეურნეობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები;
- მდგრადი დასაქმება და ღირსეული შრომა;
- სოციალური ინკლუზია, თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
- მიგრაცია და განვითარება;
- განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
- მდგრადი ბიზნესმოდელები;
- ციფრული ინკლუზია და სოციალური ტრანსფორმაცია;
- საზოგადოების მედეგობა და სოციალური მდგრადობა.
III მიმართულება. მმართველობა, სამართალი და საერთაშორისო თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისთვის
მიმართულება მოიცავს მდგრადი განვითარების ინსტიტუციურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და საერთაშორისო ასპექტებს.
ძირითადი თემები:
- კანონის უზენაესობა და ინსტიტუციური განვითარება;
- ადამიანის უფლებები და მდგრადი განვითარება;
- მიგრაცია და ადამიანის უფლებები;
- გარემოსდაცვითი და კლიმატის სამართალი;
- საჯარო ადმინისტრირება და მმართველობა;
- ევროინტეგრაცია და ევროპული სამართალი;
- საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამშრომლობა;
- კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
- კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა;
- კრიზისების მართვა და ინსტიტუციური მედეგობა;
- ჰუმანიტარული დახმარება და განვითარების სფეროში თანამშრომლობა;
- ადგილობრივი მმართველობა და რეგიონული თანამშრომლობა;
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება;
- მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება;
- საერთაშორისო პარტნიორობა და განვითარების სფეროში თანამშრომლობა.
განსაკუთრებით მისასალმებელია ინტერდისციპლინური კვლევები, რომლებიც კონფერენციის ორ ან მეტ თემატურ მიმართულებას აერთიანებს.
თეზისების მიღება
მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს ვიწვევთ სამეცნიერო კვლევების თეზისების წარსადგენად.
თეზისების წარდგენის მოთხოვნები
თეზისი მომზადებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და მოიცავდეს 250–350 სიტყვას.
უნდა შეიცავდეს:
- ნაშრომის სათაურს;
- ავტორის/ავტორების სახელსა და გვარს;
- ინსტიტუციურ აფილირებას;
- ქვეყანას;
- საკონტაქტო ავტორის ელექტრონული ფოსტის მისამართს;
- ORCID-ის იდენტიფიკატორს (არსებობის შემთხვევაში);
- კონფერენციის შერჩეულ თემატურ მიმართულებას;
- თეზისს (250–350 სიტყვა);
- სამიდან ხუთამდე საკვანძო სიტყვას.
თეზისში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია ან ანალიტიკური მიდგომა, ძირითადი მიგნებები ან მოსალოდნელი შედეგები და სამეცნიერო წვლილი.
თეზისების წარდგენის პროცედურა
თეზისები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: sdconference@iliauni.edu.ge
ელფოსტის რეკომენდებული სათაური:
Abstract Submission – SDIC 2026 – Author Surname
ავტორები მიიღებენ თეზისის მიღების დამადასტურებელ შეტყობინებას და ეცნობებათ სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება.
თეზისები შეფასდება კონფერენციის თემატიკასთან შესაბამისობის, ორიგინალურობის, აკადემიური ხარისხის, სიცხადისა და სამეცნიერო ღირებულების მიხედვით.
მნიშვნელოვანი თარიღები
თეზისების მიღების გამოცხადება – 10 ოქტომბერი, 2026
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა – 20 ოქტომბერი, 2026
შეტყობინება აბსტრაქტის მიღების ან უარყოფის შესახებ – 23 ოქტომბერი, 2026
საბოლოო პროგრამის გამოქვეყნება – 28 ოქტომბერი, 2026
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – 3 ნოემბერი, 2026
ყველა თარიღი მითითებულია საქართველოს დროით (GET, UTC+4).
მონაწილეობისა და პრეზენტაციის ფორმატი
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულად, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ღონისძიებას დაესწრონ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე დისტანციურად, უნივერსიტეტის ინსტიტუციური Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
მიღებული ნაშრომების ავტორები შესაბამის სესიაზე წარადგენენ თავიანთ სამეცნიერო ნაშრომებს.
პრეზენტაციის სავარაუდო ხანგრძლივობაა 15 წუთი, საბოლოო პროგრამის შესაბამისად.
პრეზენტაციის დეტალური ინსტრუქციები, ტექნიკური ინფორმაცია და ონლაინჩართვის დეტალები მონაწილეებს მიეწოდებათ კონფერენციის ჩატარებამდე.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს;
- ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს;
- სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს;
- საჯარო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს;
- საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარების სფეროს სპეციალისტებს;
- ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს;
- სამოქალაქო საზოგადოებისა და არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
- საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული ქსელების წევრებს.
სამეცნიერო შეფასება
ყველა წარმოდგენილი თეზისი გაივლის აკადემიურ შეფასებას, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი და შესაბამისი რეცენზენტები.
საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი
საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი აერთიანებს ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან მოწვეულ მეცნიერებსა და მკვლევრებს, რაც ასახავს კონფერენციის ინტერდისციპლინურ და საერთაშორისო ხასიათს.
კომიტეტი ხელს უწყობს კონფერენციის აკადემიურ განვითარებას, წარმოდგენილი ნაშრომების სამეცნიერო შეფასებასა და საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას.
წევრების სახელები და გვარები, აგრეთვე უნივერსიტეტების ოფიციალური სახელწოდებები შენარჩუნებულია ორიგინალურ ფორმაში.
საქართველო
- ნათია სურმანიძე – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ზურაბ მუშკუდიანი – პროფესორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
- თამარ მაღალაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო პატარაია – პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბადრი გეჩბაია – პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი
- დავით გამყრელიძე – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დავით მამრიკიშვილი – ასისტენტ-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქეთევან ლაკირბაია – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ეკა მაღლაფერიძე – ასისტენტ-პროფესორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ეკა ლეკაშვილი – ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ია ნაცვლიშვილი – ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მურმან მარგველაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გიორგი ხიშტოვანი – პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ირაკლი პექტრიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი
ამერიკის შეერთებული შტატები
- Erin Litzow – ასისტენტ-პროფესორი, The University of Texas at Dallas
- Franco Gandolfi – პროფესორი, Georgetown University
თურქეთი
- Atakan Durmaz – პროფესორი, Samsun University
ლატვია
- Anatolijs Krivins – პროფესორი, Daugavpils University
- Kristine Uzule – ასოცირებული პროფესორი, EKA University of Applied Sciences
ტაჯიკეთი
- Borbad Mirzozoda – პროფესორი, Tajik Technical University named after Academician M. S. Osimi
ინდოეთი
- Komal Chopra – ასოცირებული პროფესორი, Symbiosis International University
აზერბაიჯანი
- Nargiz Hajiyeva – ასოცირებული პროფესორი, Azerbaijan State University of Economics (UNEC)
ჩრდილოეთი მაკედონია
- Andrijana Bojadzievska Danevska – ასოცირებული პროფესორი, International Balkan University
- Ivan Efremovski – პროფესორი, International Slavic University – Sveti Nikole
ფინეთი
- Tarlan Ahmadov – უფროსი მკვლევარი, Finnish Environment Institute
ისრაელი
- Hila Chalutz-Ben Gal – ასისტენტ-პროფესორი, Bar-Ilan University
იტალია
- Alessandro Margherita – პროფესორი, University of Salento
- Gianluca Solazzo – მკვლევარი, University of Salento
პოლონეთი
- Beata Zofia Filipiak – პროფესორი, University of Szczecin
- Marcin Lipowski – ასოცირებული პროფესორი, Maria Curie-Skłodowska University
- Agnieszka Klimska – ასისტენტ-პროფესორი, Cardinal Stefan Wyszynski University in Warsaw
- Marek Dylewski – პროფესორი, WSB University in Poznań
საფრანგეთი
- Béatrice Grimonpont – ასოცირებული პროფესორი, JUNIA
ბულგარეთი
- Valentin Penchev Vasilev – პროფესორი, New Bulgarian University
- Dimitrina Stefanova – პროფესორი, South-West University “Neofit Rilski”
- Yanica Dimitrova – პროფესორი, University of Library Studies and Information Technologies
ხორვატია
- Tanja Gavric – პროფესორი, University of Applied Sciences Baltazar Zaprešić
პაკისტანი
- Fahad Saddique – მკვლევარი, Institute of Management Sciences (IMS)
- Nauman Mushtaq – მკვლევარი, Institute of Management Science, Lahore
კანადა
- Navid Mollaee – ასისტენტ-პროფესორი, University Canada West (UCW)
სლოვენია
- Katarina Aškerc Zadravec – ასისტენტ-პროფესორი, Ljubljana School of Business
მოლდოვა
- Victoria Stratan – ასისტენტ-პროფესორი, Universitatea Pedagogică de Stat „Ion Creangă”
უკრაინა
- Maria Degtyenko – ასოცირებული პროფესორი, State Tax University
საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის შემადგენლობის საბოლოო ფორმირება მიმდინარეობს და სია განახლდება წევრობის დადასტურების შესაბამისად.
კონფერენციის თავმჯდომარე – დოქტორი ნათია სურმანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ჩატარების ადგილი და ონლაინმონაწილეობა
ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
კორპუსი და აუდიტორია: დაზუსტდება მოგვიანებით
საკონტაქტო ინფორმაცია
თეზისების წარდგენასთან, რეგისტრაციასთან, სამეცნიერო კომიტეტის საქმიანობასა და კონფერენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:
SDIC 2026-ის საორგანიზაციო კომიტეტს
ელფოსტა: sdconference@iliauni.edu.ge
კონფერენციის თავმჯდომარე: დოქტორი ნათია სურმანიძე
ჩატარების ადგილი და ონლაინმონაწილეობა
ონლაინპლატფორმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური Zoom-ის პლატფორმა
ონლაინმონაწილე ავტორებს კონფერენციის ჩატარებამდე მიეწოდებათ ჩართვისთვის საჭირო ინფორმაცია და ტექნიკური ინსტრუქციები.
სამუშაო ენები: ინგლისური
ფორმატი: ჰიბრიდული, კონფერენციის პროგრამაში ყველა დრო მითითებული იქნება საქართველოს დროით (GET, UTC+4).
დრო: 3 ნოემბერი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
2026