ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ელზბიეტა მათინიას საჯარო ლექცია - დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა

ღონისძიებები

1-ლ ივნისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საერთაშორისო კონფერენციის - „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ - ფარგლებში, სოციოლოგიის პროფესორი, ელზბიეტა მათინია წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა“.

მომხსენებლის შესახებ
ელზბიეტა მათინია არის სოციოლოგიის პროფესორი და „ნიუ სქულის“ (ნიუ-იორკი) დემოკრატიის შესწავლის ტრანსრეგიონალური ცენტრის დირექტორი. მისი კვლევები პოლიტიკის სოციოლოგიასა და ხელოვნებაში ეხება დემოკრატიულ ტრანზიციას აღმოსავლეთ ევროპასა და მის გარეთ, ასევე ახალ ევროპაში სასაზღვრო ზოლის კონცეფციასა და ძალადობის მემკვიდრეობის მქონე ახალ დემოკრატიებს. მისი ბოლო ორი წიგნი ერთობლივად განიხილავს პოლიტიკის სცენას, საშემსრულებლო ხელოვნებასა და სამოქალაქო აქტიურობას. „შემზარავი ერა“ (Yale University Press, 2014) წარმოაჩენს პოსტრევოლუციურ დიალოგს ევროპის ცნობილ დისიდენტებს შორის (დრამატურგი და ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და პოლონელი პოლიტიკური მოაზროვნე ადამ მიხნიკი). წიგნში "საშემსრულებლო დემოკრატია" (Paradigm, 2009) მათინია იკვლევს პოლიტიკური ცხოვრების იმ პოტენციალს, რომელიც მოუხელთებელია მკვლევრებისათვის - იმ შთაგონებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც დემოკრატიის დაკანონებას ესწრაფვიან. ავტორი თავად არის საბჭოთა სისტემის კოლაფსის წინარე პერიოდში პოლონეთში საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბების პროცესის მოწმე და ცდილობს იპოვოს დრამატული პერფორმანსის პირობები და ადგილი სამოქალაქო ცხოვრებაში.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 1-ლი ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები