ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ჯეფრი ოლიკის საჯარო ლექცია - მეხსიერება დინამიკაში

ღონისძიებები

2 ივნისს, ხუთშაბათს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, საერთაშორისო კონფერენციის - „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ - ფარგლებში, სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი, ჯეფრი ოლიკი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მეხსიერება დინამიკაში“.

მომხსენებლის შესახებ
ჯეფრი ოლიკი არის სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ვირჯინიის უნივერსიტეტში (აშშ). მან წარჩინებით მიიღო ხარისხი „სუორთმორ-კოლეჯში“ (1986) და სოციოლოგიის მაგისტრისა და დოქტორის წოდებები იელის უნივერსიტეტში (1993). ის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურაა კულტურის სოციოლოგიასა და სოციალურ თეორიაში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეხსიერების კვლევების ინტერდისციპლინარული სფეროს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მისი პუბლიკაციები კვლევათა ფართო სპექტრს მოიცავს. მისი უკანასკნელი პერიოდის ინტერესები ეხება კოლექტიურ მეხსიერებას, კრიტიკულ თეორიას, ტრანზიციულ სამართალსა და ომის შემდგომ გერმანიას. ამჟამად ის მუშაობს "მეხსიერების კულტურის ისტორიის" ექვსტომეულის რედაქტირებაზე, ტანჯვის შესახებ ნიცშეს ნაწერებზე და, ვებერის თეოდიცეის ცნებაზე დაყრდნობით, ავითარებს „ტრაგიკული სოციოლოგიის“ თეორიულ ჩარჩოებს.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 2 ივნისი, 14:30 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები