ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ბესიკ კანკიას სემინარი: „დნმ-ის კვადრუპლექსები სამედიცინო დიაგნოსტიკასა და ნანობიოტექნოლოგიებში“

ღონისძიებები

5 ივნისს, პარასკევს,  15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ბესიკ კანკია, ჩაატარებს ბიოფიზიკის მიმართულების სემინარს თემაზე: „დნმ-ის კვადრუპლექსები სამედიცინო დიაგნოსტიკასა და ნანობიოტექნოლოგიებში“.

ბესიკ კანკია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარი. ის არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ბოლოდროინდელი კვლევები შეეხება დნმ-ის კვადრუპლექსებს, მათ თერმოდინამიკურ და კინეტიკურ კვლევას, მათ გამოყენებას სამედიცინო დიაგნოსტიკასა და ნანობიოტექნოლოგიებში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევები  დაფინანსებულია არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო (მათ შორის, ბილ და მელინდა გეითსების) ფონდის მიერ.

დრო: 5 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები