ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოფიზიკის ინსტიტუტი

ბიოფიზიკის ინსტიტუტი

ბიოფიზიკის ინსტიტუტი წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ერთეულს,  რომლის მიზანია კვლევების განხორციელება ბიოფიზიკის წამყვანი და უახლესი მიმართულებებით, ესენია: მოლეკულური ბიოფიზიკა, ფოტობიოლოგიური პროცესების ბიოფიზიკა, ბიოტექნოლოგია. კვლევები მიმდინარეობს მსოფლიოს აღიარებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობით (ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), კოპერნიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბერკლის ლოურენსის ეროვნული ლაბორატორია (აშშ)). ინსტიტუტი მიზნად ისახავს კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში. კვლევით პროექტებში აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურიდან. ინსტიტუტის მუშაობა, კვლევით კომპონენტთან ერთად, მოიცავს ზოგადი და სპეციალური კურსების სწავლებას ბაკალავრიატში და დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ბიოფიზიკის მიმართულებით. ინსტიტუტი უზრუნველყოფს საჯარო ლექციების, სამეცნიერო კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით. 

ბანერები