ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ანდრეას არნდტის საჯარო ლექცია: აღიარება და აღიარების ცნების მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში

ღონისძიებები

1-ლ აპრილს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”, პროექტის - “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი” - ფარგლებში, ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეას არნდტი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: “აღიარება და აღიარების ცნების მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში”.
მომხსენებელი ისაუბრებს აღიარების ცნების მნიშვნელობაზე, რომელიც ისტორიულ სათავეს კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიაში იღებს. ანდრეას არნდტი შეეცდება, თანამედროვე კონტექსტში წარმოაჩინოს აღიარების ცნება, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოებისთვის, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ცნება გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური ინსტიტუტებისთვის. საინტერესოა, რომ ანდრეას არნდტი ნეო-ლიბერალური პოლიტიკის ფონზე აღიარების ცნების მნიშვნელობას ეკონომიკურ სფეროზეც განავრცობს.

მომხსენებლის შესახებ

ანდრეას არნდტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიის შლაიერმახერის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელია. 1977-დან 1979 წლამდე, როგორც ბილეფილდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჩართული იყო მარქსის ფილოსოფიის კვლევით ჯგუფში. 1987 წელს ჰაბილიტაცია შეასრულა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ნაშრომით: ”კარლ მარქსი და მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა”. ანდრეას არნდტი მოღვაწეობდა ბერლინის თეოლოგიურ სემინარიაში და იენის უნივერსიტეტში. 1992 წლიდან არის ჰეგელის ინტერნაციონალური საზოგადოების საბჭოს ხელმძღვანელი; ასევე - შლაიერმახერის ფონდის და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი.

რჩეული პუბლიკაციები:

  •  “ლენინი - პოლიტიკა და ფილოსოფია” (1982)
  •  “კარლ მარქსი. მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა” (1985)
  •  “დიალექტიკა და რეფლექსია. გონების ცნების რეკონსტრუქციისთვის” (1994)

ლექციის ენა: გერმანული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 1-ლი აპრილი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. 32)
დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები