ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პრეზენტაცია თემაზე: „სურსათის უვნებლობა და რისკის შეფასების საფუძვლები“

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება სტილიანოს კოლორისის პრეზენტაცია თემაზე: „სურსათის უვნებლობა და რისკის შეფასების საფუძვლები“. 

სტილიანოს კოლორისი, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) სამეცნიერო თანამშრომლობის (AFSCO) ოფიცერი, ხელმძღვანელობს ევროპის სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების პროგრამას და პასუხისმგებელია ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობაზე.

EFSA-ს საქმიანობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ევროპის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტებისა (ევროკომისია, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს.

90-იან წლებში სურსათის მიწოდების ჯაჭვში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისული შემთხვევების საპასუხოდ 2002 წელს შეიქმნა EFSA (იურიდიულად ჩამოყალიბდა ევროკავშირის სურსათის კანონის ფარგლებში N178/2002 რეგულაცია), რომელიც რისკების შესახებ სამეცნიერო რჩევებისა და კომუნიკაციის წყაროს წარმოადგენს. 

ევროკავშირის სურსათის კანონის შესაბამისად ჩამოყალიბდა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სისტემა, რომელშიც გამიჯნულია პასუხიმგებლობა რისკის შეფასებასა და რისკის მართვაზე. EFSA პასუხისმგებელია რისკის შეფასებაზე, ასევე საზოგადოების ინფორმირებულებაზე სამეცნიერო კვლევების შედეგების შესახებ. ამ სისტემის დამსახურებაა, რომ ევროპელი მომხმარებელი მსოფლიოში ყველაზე კარგად იცნობს სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებულ რისკებს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 ნოემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები