ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პოლიტიკური ცენტრი „კავკასიის ინიციატივა“ - კავკასია გზაჯვარედინზე

ღონისძიებები

1-ლ ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, გაიმართება პოლიტიკური ცენტრის „კავკასიის ინიციატივა“ კვლევების საჯარო პრეზენტაცია თემაზე:  „კავკასია გზაჯვარედინზე: ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივები “

მომხსენებლები:

დოქტორი მაიკლ ერიკ ლამბერტი  - სორბონის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ევროპის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხის მფლობელი. საფრანგეთის შეირაღებული ძალების მინისტრისთვის სხვადასხვა პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ის, როგორც მიწვეული მკვლევარი, მუშაობდა ოტავას (კანადა) უნივერსიტეტში, ხოლო კავკასიის ინიციატივაში გაწევრიანდა 2016 წლის აპრილში.  

სოფია კლამადიუ  - ორმაგი მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ აიქს მარსელისა (საფრანგეთი) და ოტავას (კანადა) უნივერსიტეტიდან, სოფია კლამადიუმ გაიარა ინტერნატურა ლებანონის ტრიბუნალში და ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში (ჰააგა). ის კავკასიის ინიციატივის წევრი გახდა 2016 წლის აპრილში.

MIHAIL PRESLE - მიჰაილი ამჟამად IESEG-ის მენეჯმენტის სკოლაში (საფრანგეთი) ირიცხება მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით.

კავკასიის ინიციატივის პოლიტიკური ცენტრის შესახებ

„კავკასიის ინიციატივა“ არის ახალი დამოუკიდებელი ევროპული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სახელმწიფოებს შორის დიალოგის გამართვასა და აღმოჩენების გაკეთებაზე. კვლევითი ჯგუფის მისიაა დეფაქტო სახელმწიფოებსა და შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული თანამედროვე საკითხების გაანალიზება, რეგიონში არსებული შეხედულებების გამდიდრება და საერთაშორისო ცნობიერების გაზრდა. 

დრო: 1-ლი ივნისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები