ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პირველკურსელების მიღების ცერემონია 2026

ღონისძიებები

29 სექტემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართება.

სტუდენტური წლები და დიდი მეგობრობა ხშირად სწორედ პირველი შეხვედრით იწყება.  ახალი სასწავლო წელი თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდის დასაწყისია ახალი ადამიანების, გამოცდილების, იდეებისა და შესაძლებლობების აღმოჩენით სავსე.

ილიას გზით განათლების ტრადიცია უწყვეტია. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ეფუძნება არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ გაზიარებას – ინტერაქციას, ცოცხალ დისკუსიას, თანამშრომლობასა და ახალი იდეების ძიებას. სწორედ ეს ქმნის უნივერსიტეტში ცოდნისა და ინოვაციების საერთო გარემოს.

ერთი ადამიანის ცოდნა ძალაა, გაზიარებული ცოდნა – შეუჩერებელი ძალა.


ღონისძიების ოფიციალური გახსნა

ღონისძიებას გახსნიან და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ფაკულტეტების დეკანები.

ტრადიციულად, ცერემონიაზე დაჯილდოვდება პირველკურსელი, რომელიც ილიაუნიში საუკეთესო შედეგით ჩაირიცხა და სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა.

სტუდენტებსა და სტუმრებს ღონისძიებაზე დახვდებათ საინტერესო შემეცნებით-გასართობი და ინტერაქტიული პროგრამები, სახალისო ქვიზები და სამახსოვრო საჩუქრები, საინფორმაციო სივრცეები სწავლისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ, ფოტოსივრცეები, სპორტული თამაშები, ილიაუნის საერთაშორისო სტუდენტების მიერ მომზადებული ნაციონალური კერძები და, რაც მთავარია, სასიამოვნო გარემო უნივერსიტეტის გასაცნობად და მეგობრების შესაძენად.


სტუდენტებს უმასპინძლებენ ილიაუნის სტუდენტური კლუბები:

  • მეცნიერება, ტექნოლოგია და ინჟინერია

სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, არქიტექტურის, რობოტიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტუდენტური კლუბები

  • მსოფლიოს ენები და კულტურები

კორეული, იაპონური, ჩინური კულტურისა და გერმანული ენის სტუდენტური კლუბები

  • საზოგადოება, უფლებები და თანასწორობა

სამართლისა და თავისუფლების, Publicity-ის, გენდერული თანასწორობისა და სამშვიდობო განათლების სტუდენტური კლუბები

  • ინტერესები, ჰობი და შემოქმედება

ტურიზმის, ფოტომოყვარულთა, სამაგიდო თამაშებისა და ლიტერატურის მოყვარულთა სტუდენტური კლუბები

  • საერთაშორისო სტუდენტური სივრცე

Intercultural Unity Student Club, Iliauni Student Club - MedSync


წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემატური კარავი:

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარავი – სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას  სასწავლო პროცესის, დასაქმების შესაძლებლობების, სეზონური სკოლების, სპორტულ ღონისძიებებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ.

ილიაუნის თვითმმართველობის და საინიციატივო ჯგუფების კარავი – გაეცნობიან მათ საქმიანობას, დახვდებათ ქვიზები და საჩუქრები.

ფაბლაბი  – დაათვალიერებენ ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს კარიერულ განვითარებასა და ინოვაციური პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

არგუსი –  გაერკვევიან  სწავლისა და საგანმანათლებლო, ტექნიკური პროცესების დაგეგმვის ელექტრონულ სისტემაში.

ბიბლიოთეკა  – გაიგებენ ყველაფერს სამკითხველო დარბაზებისა და სერვისების შესახებ.

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კარავში  დაწვრილებით შეიტყობენ  ევროპისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესახებ.

ილიაუნის გასვლითი ბანაკები – გაეცნობიან ინფორმაციას ილიაუნის კვლევითი ბაზებისა და  სეზონურ სკოლებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.

სპორტული თამაშები –  მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ გასართობ პროგრამასა და შეჯიბრებაში.

ცერემონია დასრულდება კონცერტით.

მუსიკოსები სტუდენტებისთვის – „კოლექტივი“ , OCD, გუგა მაჭარაშვილი (Killages)


დრო: 29 სექტემბერი, 20:00–00:00

ადგილმდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ვაკის პარკის მოპირდაპირედ)

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები