ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პირველი ბიობლიცი თბილისში

ღონისძიებები

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 11:00-დან 17:00 საათამდე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში (event square) კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება ბიობლიცი.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ახლოდან გაიცნონ საქართველოში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმები და სურვილისამებრ ჩაერთონ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში:

  • მფრინავი მწერები
  • ნიადაგის უხერხემლოები
  • წყლის უხერხემლოები
  • მცენარეები
  • ქვეწარმავლები და ფრინველები

სამუშაო ჯგუფები ერთსაათიანი შუალედით გავლენ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და ამ დროის განმავლობაში შეგროვების ტექნიკის გაცნობის გარდა, მიიღებენ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას უხერხემლო ორგანიზმების საჭიროებისა და მათი როლის შესახებ. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი თეორიული ინფორმაციის გაცნობასთან ერთად ჩაერთონ მცირე საველე სამუშაოებში, რაც მოიცავს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სინჯის შეგროვების ტექნიკას და ასევე ამ სინჯების დამუშავების სხვადასხვა ვარიანტს.

ღონისძიების მიზანია მონაწილეებში ველური ბუნებისადმი ინტერესის გაღრმავება და მასზე დაკვირვებისა და კვლევის მეთოდების გაცნობა.

ღონისძიებას გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები და პროექტში ჩართული სტუდენტები.

დასწრება თავისუფალია.

სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3sOpJQ9

ღონისძიებაზე დასწრება ბოტანიკურ ბაღში მოსული დამთვალიერებლებისთვის უფასოა. გაითვალისწინეთ რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ვებგვერდზე: https://nbgg.ge/index.html

2022 წელი

ბანერები